TPH-ის წესები:
ჩვენი სტუმრების კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი წესები:
გადახდილი ბე უკან არ ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ღონისძიება TPH-ის მხრიდან გაუქმდა.
21 წლამდე სტუმრების დასწრება დასაშვებია მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით.
ეზოს ტერიტორიაზე ბურთით თამაში აკრძალულია.
ფეიერვერკების, პიროტექნიკისა და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პროფესიონალი და ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობის ქვეშ, 22:00 საათამდე.
საკუთარი დინამიკებისა და ხმის აპარატურის შემოტანა აკრძალულია. (გარდა CDJ-ისა)
23:00 საათის შემდეგ გარე ტერიტორიაზე მუსიკის ჩართვა და დინამიკების გამოყენება დაუშვებელია. მთელი ღამის განმავლობაში შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას შიდა სივრცეში დამონტაჟებული დინამიკის მეშვეობით!
იარაღისა და სხვა არაკანონიერი ნივთების გასროლა/გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.
სტუმრების ტერიტორიაზე დარჩენა ორგანიზატორის (პასუხისმგებელი პირის) გარეშე დაუშვებელია.
გმადლობთ წესების დაცვისთვის და გისურვებთ სასიამოვნო დროს TPH-ში! მადლობა არჩევანისთვის